გერმანული კერძო საქველმოქმედო ორგანიზაცია “Retten und Teilen” ეხმარება უანგაროდ ლტოლვილებს ეროვნების, წარმოშობის და რელიგიის მიუხედავად. მისი წარმომადგენლები არიგებენ უფასოდ ძირითადად სხვადასხვა სახის პროდუქტებს, რაც ლტოლვილთა ბანაკის კვების პირობებში (ყველასთვის ერთი და იგივე თვეების განმავლობაში, თან უხარისხო, რასაც ბევრი, განსაკუთრებით ბავშვები, ვერ ჭამენ და ამის გამო ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ) დიდი დახმარებაა. ამიტომ გვინდა მადლობა ვუთხრათ ამ ორგანიზაციას და მის დამფუძნებლებს, რომლებმაც ასევე დაარსეს ლტოლვილი ბიჭების ფეხბურთის გუნდი, აკეთებენ ექსკურსიების ორგანიზებას გასართობ პარკებში, ეხმარებიან ლტოლვილებს მათი გერმანულ ენოვანი წერილების თარგმანში, აძლევენ რჩევა-დარიგებებს გერმანიის მთავრობიდან ნეგატიური გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში და მრავალი სხვა. დიდ მადლობას ვუხდით განსაკუთრებით ბატონ ოლივერს, რომელიც საქართველოს 1997 წლიდან იცნობს, და ასევე ქალბატონ ნინოს, რომელებსაც მათი კრიტიკული დამოკიდებულების გამო ამ ბანაკში ლტოლვილების სიტუაციის გამო აუკრძალეს იქ შესვლა. ჩვენი სიყვარულის ნიშნად ვაქვეყნებთ ამ ღია წერილს. ორგანიზაციის საიტზე შეგიძლიათ ნახოთ ვრცელი ინფორმაცია მათი ხუთწლიანი საქმიანობის შესახებ.
ჟურნალისტი: გიორგი მარჯანიძე
www.rettenundteilen.de