ჩინელ ექიმს, რომელმაც კორონავირუსზე შეგვატყობინა გმირის წოდება მიანიჭეს!

საუბარია 33 წლის უხანელ ოფთალმოლოგზე ლი ვენლიანზე, რომელიც ოფიციალური ცნობებით, კორონავირუსით გარდაიცვალა.

ლი ვენლიანმა ჩინეთის სოციალურ ქსელ „ვიჩათში“ 30 დეკემბერს გაავრცელა ცნობა, რომ უხანში ატიპური პნევმონიის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. 3იანვარს ექიმი პოლიციაში დაიბარეს და „ყალბი და ცრუ ინფორმაციის გავრცელების“ გამო გააფრთხილეს.

შემდეგ ოთალმოლოგი სამსახურში დაბრუნდა და 7 იანვარს მას კორონავირუსი დაუდგინეს. 6 თებერვალს ექიმი გარდაიცვალა. ამ ინციდენტს ჩინეთში დიდი გამოხამურება მოჰყვა, რის შემდეგაც ხელისუფლებამ პოლიციის ქმედებების გამოძიება დაიწყო. 19 მარტს სამეთვალყურეო ორგანომ ექიმ ლი ვენლიანის მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს შეცდომად შეაფასა და დამნაშავეების დასჯის განკარგულება გასცა.

ხუბეის პროვინციის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჩინეთის უმაღლესი წოდება სულ 14 ექიმს მიანიჭეს, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის დროს დაიღუპნენ.

მთავარი