„ახლახან ჩემმა უკრაინელმა კოლეგებმა მომაწოდეს ინფორმაცია თუ რატომ გადაიდო უკრაინის რადაში სააკაშვილის ვიცე-პრემიერად არჩევის კენჭისყრის საკითხი. რადას დეპუტატების დიდი ნაწილი არ ეთანხმება ზელენსკის მიერ დამნაშავე სააკაშვილის კანდიდატურას, ისინი აცხადებენ, რომ ჯერ მან პროკურატურას და სასამართლოს გასცეს პასუხი იმ კითხვებზე რომელიც დიდი ხანია არსებობს მის წინაღმდეგ. ასევე არის დეპუტატთა ნაწილი, რომლებიც მოითხოვენ საკაშვილის დაპატიმრებას 2014 წლის 20 თებერვალს მაიდანზე უდანაშაულო ადამიანების დახვრეტის ორგანიზებაში და ოდესის ოლქში მისი გუბერნატორობის დროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მოპარვის შესახებ. [სტილი დაცულია] ასე რომ ნაციონალ სექტანტებო ადრეა ჯერ გამარჯვებაზე ზეიმი, სააკაშვილი შესაძლებელია სამთავრობო სავარძლის ნაცვლად დამნაშავის სავარძელში ვიხილოთ, რომელიც მან დაიმსახურა“, წერს სოციალურ ქსელში გენერალი ტრისტან წითელაშვილი, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობისას ჯაშუშობის ბრალდებით იყო დაკავებული. მას ბრალად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს რუსეთის ჯაშუშობა და მტრისათვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ედებოდა. 2013 წელს „ქართულმა ოცნებამ“ წითელაშვილი პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლა.
http://guardian.ge/