„ხალხი არ დავაფრთხო ეთერიდან“ – ინგა გრიგოლიას აინტერსებს, ჯანდაცვის მინისტრი თმას სად იღებავს!

როგორც მთავრობის ანტიკრიზისული გეგმიდან გახდა ცნობილი, სილამაზის სალონები მესამე ეტაპზე ამოქმედდება. ამ თემას სოციალურ ქსელში ბევრი ეხმაურება და ძირითადად იმას კითხულობენ, თუ სად ივარცხნის ან იღებავს თმას ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე. იგივე თემაზე „ფეისბუქში“ ინგა გრიგოლიაც წერს:

„რავი, მე თმა ვერ შემიღებია და სამშაბათს ეთერში ასე თმაშეუღებავი ვაპირებ დაბრუნებას და ჯანდაცვის მინისტრი სად იკეთებს ვარცხნილობას, ნეტა? თუ ვინმემ იცის, მითხარით, რა, გავვარდე, შევიღებო, ხალხი არ დავაფრთხო ეთერიდან“.