პაატა იმნაძე: მეგობრებო, დაიწყო მართული შეტევა ჩემსა და ჩემს კოლეგებზე

“მეგობრებო, დაიწყო მართული შეტევა ჩემსა და ჩემს კოლეგებზე”, – ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს.
იმნაძე „ფეისბუქში“ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას სახელით შექმნილ გვერდს აზიარებს და საზოგადოებას მოუწოდებს, გვერდი „დაარეპორტონ“.