კორეის მეგობრობის ასოციაციის ხელმძღვანელმა და კორპუსის მეგობრობის კომიტეტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ალეხანდრო კაო დე ბენოსმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის დაღუპვის შესახებ ცნობებს სიცრუე უწდა,– იუწყება Bloomberg.
მანამდე, ჰონგ–კონგის სატელიტური მაუწყებლობის კომპანიის HKSTV ვიცე-პრეზიდენტმა ქინგ ფენგმა კიმ ჩენ ინს დაღუპვის შესახებ სოციალურ ქსელ Weibo–ში დაწერა და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეაში “მყარი წყაროს” მიერ არის დადასტურებული.
იაპონური მედია კი ირწმუნება, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ვეგეტატიურ მდგომარეობაშია გულის ოპერაციის შემდეგ.
ერთ – ერთი დაუდასტურებელი ვერსიის თანახმად, კიმ ჩენ ინი გულზე ჩატარებული წარუმატებელი ოპერაციის გამო გარდაიცვალა. მიზეზი კი ის გახდა, რომ ქირურგს “ხელები უკანკალებდა”.
https://accentnews.ge/