დედამიწას გიგანტური ასტეროიდი უახლოვდება

დედამიწას გიგანტური ასტეროიდი 52768 (1998 OR2) უახლოვდება. პუერტო რიკოში მდებარე Arecibo Observatory–ს ცნობით, ასტეროიდის გამოსახულება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თითქოს პირბადეს ატარებს.

მისი ზომა 1.2 მილია. ასტეროიდი ყველაზე ახლოს ჩვენს პლანეტასთან 29 აპრილს იქნება. მისი სიჩქარე საათში 19 461 მილია.

სპეციალისტების განცხადებით, ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების ალბათობა არ არსებობს და საშიში არაფერია.