
დედაქალაქის მერი აცხადებს, რომ გარკვეულ ჯგუფებს დესტაბილიზაციის და არეულობის მცდელობა აქვთ, თუმცა ხელისუფლება კანონის შესაბამისად იმოქმედებს. „ჩვენ ვხედავთ და აშკარად ჩანს, რომ კონკრეტული ძალების მხრიდან ხდება ამ თემით მანიპულირება, რაც ძალიან სამწუხაროა. ცდილობენ დესტაბილიზაციის შემოტანას ქვეყანაში, მინდა ვუთხრა ჩემი ქვეყნის მოსახლეობას, რომ რა თქმა უნდა, თავისუფლების და აზრის გამოხატვის უფლება ამ ქვეყანაში ყველას აქვს, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააფიქსიროს თავისი მოსაზრება, მაგრამ იმ ძალებს, ვისაც სურს ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანონ, არეულობა შემოიტანონ, ამის უფლებას არავის მივცემთ. ხელისუფლება იქნება ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე და ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში. პრემიერი იქ მისული იყო იმისთვის, რომ გამოეთქვა თანადგომა ზაზას მიმართ, მაგრამ იქ მდგომმა ადამიანებმა არ მისცეს ამის შესაძლებლობა. მათი დამოკიდებულება როგორც მოიქცნენ, ამით გამოაშკარავდა ყველაფერი, ვის როგორ უნდა გამოიყენოს ეს ტრაგედია. თუმცა ჩვენ, მოსახლეობამ, საზოგადოებამ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა იმ ადამიანებს, ვისაც სისხლში აქვს ხელი გასვრილი, ამ ოჯახის ტრაგედია გამოიყენონ“, – აღნიშნა კალაძემ.
ავტორი: გურიის მოამბე
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი