Miss & Mister Tbilisi 2020-ის კონკურსანტებმა კახეთში ორ დღიანი დაუვიწყარი ტური მოიწყეს და რთველში ვიდეო-რგოლიც გადაიღეს!

Miss & Mister Tbilisi 2020-ის კონკურსი დასკვნით ეტაპს უახლოვდება, მართალია, რომ არა კორონა პანდემიის მე-2 ტალღა და განსაკუთრებული შეზღუდვები, ეს არაჩვეულებრივი ღონისძიება უკვე ჩატარებული იქნებოდა, თუმცა კონკურსის ორგანიზატორები დაემორჩილნენ ახალ რეგულაციებს და კონკურსანტებისთვის რეგიონალური 2 დღიანი ტურნე მოაწყეს. TVM NEWS-ის ჟურნალისტი ამის შესახებ ვრცლად გაესაუბრა კონკურსის ორგანიზატორ: გიორგი მასხულიას, რომელმაც ჩვენთან საუბრისას ტურით მიღებული აშკარა კმაყოფილება ვერ დამალა და ყველა მხარდამჭერ ადამიანს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

გიორგი მასხულია:

“ჩვენი კონკურსანტები კახეთს, კერძოდ ყვარელს ესტუმრნენ, გაგვიხარდა, რომ რთველიც დაგვემთხვა და საიმიჯო ვიდეო რგოლიც გადავიღეთ. მინდა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით დაგვიდგა დიდი მადლობა გადავუხადო, რადგან ეს ორი დღე ჩემთვის და კონკურსანტებისთვის დადებითი მუხტი აღმოჩნდა ამ პანდემიის პირობებში და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდით. მინდა ყველას, ვინც გულთბილი მასპინძლობა გაგვიწია მადლობა გადავუხადო. ასევე თქვენს მედია სააგენტოსაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენი კონკურსის მხარდაჭერისა და გაშუქებისთვის. იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ კონკურსის გრანდიოზული ფინალის ჩატარებას.