ფრანგების სუსტი პასუხი ისლამისტურ ძალადობას – საქართველო რას ელის ამისთანა ევროპისაგან?!

მას შემდეგ, რაც საფრანგეთში მორიგი შემზარავი დანაშაული მოხდა რელიგიურ ნიადაგზე, როდესაც პედაგოგს თავი მოაჭრა 18 წლის ისლამისტმა, წარმოშობით ჩეჩენმა, ამ ქვეყნის ცისფერი პრეზიდენტი აკრიახდა. იგი ხალხს “ზომების გატარებასაც” ჰპირდება და აი პირველი შედეგებიც.

კერძოდ, ორშაბათს დილას დაიწყო საპოლიციო ოპერაციები და რეიდები ისლამისტური მოძრაობის ათეულობით წარმომადგენლის მიმართ. შსს თავკაცის, ჟერალდ დარმანენის თქმით, ეს აქციები უახლოეს დღეებში გაგრძელდება.

საფრანგეთის შსს-მ სამიზნეში ამოიღო ის პირები, რომლებიც პედაგოგ სამუელ პატის მკვლელობასთან კავშირში თუმცა არ იმყოფებიან, მაგრამ გამოირჩევიან რადიკალური ქადაგებებით, სოციალურ ქსელებში სიძულვილისა და შეუწყანრებლობის გავრცელებით – საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება საფრანგეთის საერთაშორისო რადიო RFI. “ჩვენ მათ ვუგზავნით სიგნალს – არც ერთი წუთით არ გვექნება მშვიდობა რესპუბლიკის მტრებთან” – განაცხადა მინისტრმა რადიოსადგურ Europe 1-თან საუბრისას.

მანამდე, რესპუბლიკის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავდაცვის საბჭოს სხდომაზე გამოაცხადა, რომ “შიში გადაინაცვლებს მოწინააღმდეგე ბანაკში”, “ისლამისტებს ჩვენს ქვეყანაში მშვიდი ძილის საშუალება არ უნდა ჰქონდეთ”.

საბჭოს სხდომა ორსაათნახევარს გაგრძელდა. მასში მონაწილეობას ღებულობდნენ პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი ჟან კასტექსი, ეროვნული ანტიტერორისტული პროკურორი ჟან-ფრანსუა რიკარი და სხვა “ამხანაგები”. ეს საბჭო ემუქრება ისლამისტებს იმით, რომ უახლოეს დღეებში სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები გაკონტროლების მიზნით “ესტუმრებიან” დაახლოებით 50 საზოგადოებრივ ორგანიზაციას, მათ შორის, უწინ აკრძალულებს. ეს ორგანიზაციები ისლამისტების მიმართ სიმპათიებით გამოირჩევიან და, სავარაუდოდ, თავად არიან ისლამისტებისგან დაკომპლექტებულნი. ასეთ ორგანიზაციებს მიაკუთვნებენ ისლამოფობიის საწინააღმდეგო გაერთიანებას – CCIF, რომელზეც აკეთებდა აპელირებას სამუელ პატის ერთ-ერთი მოსწავლის მამა, რომელიც აღშფოთებული იყო პედაგოგის საქციელით (მუჰამედზე კარიკატურების ჩვენება მოსწავლეებისთვის). ეს პიროვნება უკვე დაკავებულია, ასევე დააკავეს აბდელაკიმ სეფრუი – ისლამისტი აქტივისტი. შს მინისტრ დერმანენის თქმით, ეს ორი ადამიანი პირდაპირ იყო დაკავებული პედაგოგის წინააღმდეგ მუსლიმების გაქეზებით. მთლიანობაში სამართალდამცავებმა მკვლელობის საქმეზე 11 ადამიანი დააკავეს.

ხელისუფლებამ კიდევ 80 ადამიანის მიმართ დაიწყო გამოძიება იმ მიზეზით, რომ ისინი “აპოლოგეტურად ამტკიცებდნენ”, რომ სამუელ პატი თავად არის დამნაშავე იმაში, რომ მოკლეს. საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გარდა ამ დაკავებებისა, ქვეყნიდან 231 საეჭვო ისლამისტის გაძევება დააანონსეს.

აი სულ ეს არის. საფრანგეთის ხელისუფლება, ნაცვლად იმისა, რომ ძირეულად დაკავდეს პრობლემის მოგვარებით – იზრუნოს დემოგრაფიული პრობლემების მოგვარებაზე მიგრაციის შეზღუდვისა და მრავალშვილიანი ფრანგული ოჯახების წახალისებით, რამდენიმე ათეულ ისლამისტს ემუქრება დაკავებით (მერე რამდენს გაათავისუფლებენ მაქსიმუმ 2-3 წელიწადში), ორ ასეულს კი – დეპორტაციით. ეს არის მეტად უსუსური პოლიტიკის შედეგი; საფრანგეთი ვერც თავის მოქალაქეებს იცავს ისლამისტების თავდასხმებისაგან აწმყოში და ვერც მათ მშვიდ მომავალს უზრუნველჰყოფს. მილიონობით მუსლიმი, აფრიკიდან საფრანგეთში ჩამოსული მიგრანტი, ვერ იქნება ინტეგრირებული და მით უმეტეს, ასიმილირებული. შესაბამისად, ქვეყანა დგას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე. თუნდაც არავინ იყოს მიგრანტთა ამ მასიდან მიდრეკილი ტერორიზმისა და მკვლელობებისადმი (რაც ძნელი წარმოსადგენია), თავად ამ მასის გაუცხოებული არსებობა საფრანგეთის (და, შესაბამისად, ევროკავშირის) ტერიტორიაზე ქმნის უზარმაზარ პრობლემას.

მაკრონს არ გააჩნია არანაირი კონცეფცია, ხედვა, სტრატეგია, რათა მოაგვაროს ეს პრობლემა. იგი პოპულისტობს, ცდილობს, წაგებული თამაში მოგებად გაასაღოს, მსახიობობს, ახდენს არარსებული ძალის დემონსტრირებას… ეს თამაში წასაგებად არის განწირული. ასე გაწირეს საფრანგეთი, ასე გაწირეს ევროპა… საქართველო კი რას ელის ამისთანა ევროპისაგან?!
Geo info from

კომენტარები ფეისბუქიდან