ქალის ისლამურ ცხოვრებაში ყურადღებას იქცევს მისი განსაკუთრებული და განსხვავებული ჩაცმულობის სტილი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ყურანში, არა ჩაცმულობაზე, არამედ ქალისა და კაცის თანაბარუფლებიანობაზე არის საუბარი. თუმცა ამგვარ შეფასებას ისლამის მიმდევრები დღეს უგულებელჰყოფენ. არა მხოლოდ მუსლიმან ქალებს, არამედ ისლამურ სახელმწიფოებში სტუმრად ჩასულ ტურისტ მანდილოსნებსაც ავალდებულებენ ჰიჯაბის ტარებას, რათა მათმა ევროპულმა და თავისუფალმა ჩაცმულობის სტილმა გარშემომყოფთა ნაკლები ყურადღება მიიქციოს.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი