ჯანმო-ს კაცის ახალი პანიკური განცხადება – „ვაქცინა კორონავირუსის პანდემიას ვერ შეაჩერებს

 მხოლოდ ვაქცინა პანდემიას ვერ შეაჩერებს, – ამის შესახებ WHO- ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა.

„პანდემიის დაწყებისთანავე ვიცოდით, რომ ვაქცინა აუცილებელი იყო პანდემიის გასაკონტროლებლად. მაგრამ მნიშვნელოვანია, ხაზი გავუსვათ, რომ ვაქცინა დაემატება და არა ჩაანაცვლებს იმ საშუალებებს, რაც ჩვენ გვაქვს. მხოლოდ ვაქცინა კორონავირუსის პანდემიას ვერ შეაჩერებს. პარალელურად უნდა გაგრძელდეს ადამიანების ტესტირება, საჭიროების შემთხვევაში იზოლაცია და კონტაქტების დადგენა,“- განაცხადა გებრეიესუსმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის ცნობილი გახდა, რომ კომპანია Moderna კვლევის ადრეული შედეგების მიხედვით, მათი ვაქცინა თითქმის 95%-ის შემთხვევაში ეფექტიანია.

ასევე, წინა კვირას Pfizer და BioNTech ექსპერიმენტულმა ვაქცინამ აჩვენა, რომ ის  ვირუსით ინფიცირებისაგან ადამიანების 90%-ს იცავს.
Hotnevs