ცნობილი ასტრო-პარაფსიქოლოგი: ანნა ლენორმანი აფრთხილებს საზოგადოეას!
„ჩემო მეგობრებო, მარიხუანა არ არის დამაწყნარებელი საშუალება, უფრო პირიქით მისი მოხმარება თქვენს ფსიქიკას ანგრევს. მე უკე 40 წელია ვიბრძვი ამ სენის წინააღდეგ, სამწუხაროდ უნებისყოფო ადამიანები ეჩვევიან ამ მავნე ჩვევას და მე ვიცი, რისი გადატანა უწევთ მათ ოჯახებს, ნარკოდამოკიდებული ადამიანები დოზის მიღბის გარეშე ხდებიან არაადექვატურები, ჩვენ ენაზე მათ უწოდებენ „დემონით შეპყრობილებს“, ეს ვერაგი ნარკოტიკი-მარიხუანა იწვევს საზოგადოების ზომბირებას, დეგრადირებას. მე ვერ ვხვდები რად გვინდა ნარკოლოგიური ცენტრები, თუ მაინც მივიღებთ ლეგალიზაციას. 2000 წლიდა მოყოლებული ვწერდი, რომ ნარკომანებს ციხე არ უშველიდათ და საჭირო იყო მათი სპეციალურ ცენტრებში მკურნალობა, რათა ოჯახებისთვის დაგვებრუნებინა გამოჯანმრთელებული შვილები, მამები, დედები, ცოლები და ქმრები. ნარკოდამოკიდებულ ზომბირებულ ადამიანებს გარე სამყაროდან ეუფლებიან ბოროტი ძალები, მათ ესმით ხმები, რომლებიც უბიძგებე თვითმკვლელობისკენ. საერთოდ ადამიანის აურა არის ძალიან სათუთი და ადვილად ირღვევა, ამიტომ ნარკოტიკის მოხმარება უცბად ანადგურებს მას. ამბობენ ტრადიციული მედიცინა იწყებს ნარკომანების მკურნალობას კანაფით, რომ მიაღწიოს სასურველ შედეგს, თუმცა მინდა ყველამ იცოდეს რომ ფსიქიატრიული დაავადებები ამ მეთოდით ვერ განიკურნება. კანაფის გამოყენება დროებით მიაძინებს ამ დემონურ ძალას, მაგრამ მერე შიძლება განუვითარდეს ჰალუცინაციები და ამით უფრო დაზარალდნენ. იცით რა არის კანაფი?.. ეს არის პირველი ნაბიჯი დიდი ნარკოტიკამდე. როდესაც მარიხუანას მოხმარება კანონით ისჯებოდა, ადამიანები ჩუმად შოულობდნენ და ხდებოდნენ ამის ზემოქმედების ქვეშ, ზომბირებული და მართული დემონური ძალების მიერ. ჩემს წინასწარმეტყველებებში მქოდა ეს ყველაფერი ნათქვამი. ახლა იდგმება ნაბიჯები. არ უნდა დავუშვათ ნარკოტიკშერეული წამლებისა და ნელ-სახებლების (კრემების) მოხმარება, რადგან ამით ჩვენს თავში ვუშვებთ დემონს, რომელიც შემდეგ ეპატრონება ტვინს და აკონტოლებს ჩვენს ფსიქიკას, სადაც ტვინი ინახავს დიდი წარსულის ინფორმაციებს, არსებობს ორი ხვრელი ერთში ინახება რეინკარნაციის განვლილი ცხოვრება, რომელიც ხან და ხან გვახსენებს თავს, აი მაგალითად პირველად მოვხვდით რაღაც ადგილზე, ვიცით, რომ აქ არ ვართ ნაყოფი. მაგრამ ისეთი შეგრძნება გვეუფლება, რომ თითქოს ეს ადგილი უკვე ნაცნობია ჩვენთვის. სიტუაციაა ნაცნობი, აი ესაა წარსული, რომელსაც გადავყავართ რეალობაში. როდესაც ნარკოტიკთან აქვს შეხება ადამიანებს უნებლიეთ ეხსნებათ შორეული არხი, იქიდან იზიდავენ უარყოფითი სულები, რომლებიც აგიჟებენ ხმებით. შეიძლება რასაც ვამბობ მოგეჩვენოთ ზღაპრად, ზოგსაც სიგიჟედ და სიცილად არ ეყოს, მაგრამ ეს არის ჭეშმარიტება, ამიტომ ფსიქიატრია უძლურია და საბოლოო განკურნების შედეგს ვერ მიაღწევს. 45 წელია ასტრალიდან ვაკვირდები, რომ ეს ყოველივე მოდის პარალელური სამყაროდან, დამიჯერეთ ეს ჩემი დოქტრინებია. ასეთი ნანკოდამოკიდებული ადამიანები უმეტესად ცხორებას ასრულებენ თვითმკვლელობით. რადგან მათი ფსიქიკა ვერ უძლებს ასეთ დატვირთვას. დაწმუნებული ვარ იმაში, რომ იცოდნენ ადამიანებმა, თუ რა სავალალო შედეგებადე მიჰყავს ისინი ნარკოტიკს, აზარტულ თამაშებს და თრობას, ნამდვილად ახლოს არ აეკარებოდნენ ამმავნე ჩვევებს, ჩემი მისიაა გაგაფრთხილოთ, თუ რა ფენომენთან გაქვთ საქმე, ყველაფერი კარგია ასტროლოგიაც, მკითხაობაც, მაგრამ რეალობა სულ სხვაა, რადგან სამყარო უხილავია და ჩვეი ყოველი ნაბიჯი, წუთი და წამი ძალია საფრთხილოა. ამიტომ ერთი წუთის სიამოვნებისთვის ძალიან გთხოვთ ნუ დაინგრევთ ცხოვრებას და ნუ გაამწარებთ თქვენს საყვარელ ადამიანებს. უფალმა დაგიფაროთ და დაგლოცოთ.