გავიცნოთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის მორიგი მონაწილე

 წარმატებული რუსთაველი ქალბატონი: ნინო ქურდაძე  – ბიზნეს ლედი 2018 – ის მონაწილე. TVM NEWS-ის ჟუნალისტი ეწვია მას რუსთავში და საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა

გაეცანით ქალბატონო ნინო საზოგადოებას, რას საქმიანობთ, რა პროფესიის ბრძანდებით?.. მოკლედ რომ გვიამბოთ თქვენს შესახებ. 

-გახლავართ ნინო ქურდაძე, ვცხოვრობ რუსთავში, გარკვეულწილად წარმატებულ ქალად ვითვლები იქიდან გამომდინარე, რომ უკვე რამოდენიმე ბიზნეს ვუძღვები, თუმცა ამ ეტაპზე ძირითადად გადართული ვარ ტაქსოპარკზე, რომელსაც ჰქვია ჰეფი ტაქსი & გრანდ ტაქსი, საკონტაქტო ნომრები: 28-01-01; 27-55-55; ანუ ორი ნომერი გვაქვს, ბაზარზე ჯერ ახალი შემუსულები ვართ, თუმცა თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კარგი და განსხვავებული მომსახურება გვაქვს. ჩვენს რუსთაველებს მაღალხარისხიან სერვისს ვთავაზობთ მათთვის მოსახერხებელ და ხელმისაწვდომ ფასებში. ასევე გვაქვს საჩუქრები, ანუ უფასო მგზავრობა და ჩვენი მომხმარებლები შეიძლება ითქვას, რომ განებივრებულები გვყავს. ვართ ძალიან კონკურენტუნაირიანები, რადგან ასეთი უპირატესი სერვისებით არცერთი ტაქსი დღეს რუსთავში არ სარგებლობს. მგზავრებისთვის გვაქვს ბარათები, ძირითადად ბავშვებისა და ქალბატონებისთვის, რამდენიმე ბარათის შეგროვების შემთხვევაში, მგზავრობაზე ვთავაზობთ სერიოზულ ფასდაკლებას. მაქსიმალურად ვცდილობთ წინსვლას და ამ მხრივ არ ვაპირებთ გაჩერებას. 

-ქალბატონო ნინო, რამ გადაგაწყეტინათ ჩვენ პროექტში მონაწილეობის მიღება?..

-უპირველეს ყოვლისა გეტყვით, რომ მე ყოველთვის მივესალმები დამოუკიდებელი და ძლიერი ქალის სუბიექტს, არ არქვს მნიშვნელობა მე, როგორც საქმიანი ქალი, პროფესიაში ვიქნები ძლიერი და წარმატებული, თუ ბიზნესში, მე ყოველთვის ვშრომობდი და ვაკეთებდი ჩემს საქმეს, ნამდვილად არ ვარ იმის მომხრე, რომ ქალი უნდა იჯდეს სახლში, მხოლოდ იდიასახლისოს და ზარდოს ბავშვები, ჩემი აზრით ქალი უნდა იყოს დაკავებული თავისი საქმიანობით, მივესალმები ძლიერ ქალბატონებს და მიმაჩნია, რომ ქალებს შეუძლიათ მამაკაცებზე მეტი გააკეთონ, რათქმაუნდა ამით მე არ ვცდილობ მამაკაცების დისკრიმინაციას, უბრალოდ ვთვლი, რომ ქალი უფრო მონდომებული მუშაკია, ვიდრე მამაკაცი. მიხარია, რომ ამდენ ძლიერ და წარმატებულ ქალბატონს ვხედავ ჩვენთან და ვიმედოვნებ, რომ თითოეულ ქალბატონს თავისი შრომა დაუფასდება, ანუ ის საქმე, რასაც აკეთებს, შესაძლოა ამჟამად რასაც მე ვაკეთებ, არ იყოს ჩემი მოწოდება და საყვარელი საქმიანობა, თუმცა ყველა კანონიერი ბიზნესი მისაღებია, ამიტომ ვაკეთებ ჩემს საქმეს, რადგან მინდა ვიყო წარმატებული ბიზნეს ლედი.

როგორ ფიქრობთ საქართველოში ქალბატონებისთვის უფრო ადვილია წარმატების მიღწევა, თუ მამაკაცებისთვის?..

-ჩემთვის, როგორც უკვე ავღნიშნე ქალი და მამაკაცი თანასწორია, შესაძლოა ამას მალაპარაკებს, ის, რომ მყავს მეუღლე, რომელიც ჩემს გვედზე დგას სულ და მეხმარება ბიზნესს ერთად ვაკეთებთ და ოჯახსაც ერთობლივად ვუძღვებით, ამიტომ ჩემთვის მარტივია იმის თქმა, რომ ჩვენს ოჯახში ნამდვილად თანასწორუფლებიანობა სუფევს, მრავალი ქალი შემნატრის, რომ მყავს ასეთი ყურადღებიანი და პასუხისმგებლიანი მეუღლე, რომელიც ყოველთვის და ყველაფერში მხარს მიჭერს და უფალს მადლობა ამისთვის, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ რომც საერთოდ არ მყავდეს მეუღლე, მე მაინც სულ მარტო გავაკეთებდი ჩემს საქმეს და წარმატებით გავუძღვებოდი ბიზნესს. ჩემი მეუღლე ჩემი მეგობარია პირველ რიგში და ჩემი ძლიერი ზურგია.

-მადლობას გიხდით საინტერესო ინტერვიუსთვის და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, როგორც წარმატებული და საქმიანი ბიზნეს ლედი რას ურჩევდით ახალბედა, დამწყებ საქმიან ქალბატონებს?..

-მართალია ძალიან რთულია ახალბედა ქალბატონებისთვის საქმის დაწყება, თუმცა მე ვურჩევდი, რომ იყვნენ შემართებით და რწმენით მოეკიდონ ბიზნესს, რისკებმა არ უნდა შეაშინონ, გარკვეულწილად მეც დამწყები ვარ ამ ჩემს ახალ ბიზნესში, თუმცა არასდროს ვყრი ფარ-ხმალს და არ ვფიქრობ, რომ რამე არ გამომივა. ვთვლი, რომ რაც გულით გინდა და შესაბამის ნაბიჯებს გადადგამ მის განსახორციელებლად, აუცილებლად გამოგივა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დანებდნენ და აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას, ოღონდ თუ თავდაუზოგავად იშრომებენ. კიდევ ისიც უნდა გაითვალისწინონ, რომ წარმატება შესაძლოა არ მოვიდეს ერთ-ორ თვეში, შეიძლება ამას წლებიც დაჭირდეს, თუმცა ვიმეორებ იმას, რომ არ უნდა დანებდნენ და დროთაგანმავლობაში აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას.

შეგახსენებთ, რომ ნინო ქურდაძე გახლავთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის მონაწილე, ხოლო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სექტემბრის შუა რიცხვებში, ჩვენი მედია ჯგუფი წარმატებებს უსურვებს პროექტის ყველა მონაწილეს და ასევე ქალბატონ ნინოს, რომელთანაც ჩვენს მედია ჯგუფს უკვე თბილი და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს, სხვაგვარად გამორიცხულია, რადგან ქალბატონი ნინო არაჩვეულებრივი ადამიანია, დადებითი აურის აქტიური და მიზანდასახული, სიცოცხლით და ენთუზიაზმით სავსე ქალბატონი და ადვილად იმსახურებს გარშემომყოფთა სიმპათიებს.