ჩვენი დამონება გინდათ, ვერ მოგართვით! მონები აქ გყავთ პოლიციელების სახით.

გუმათჰესთან” დაძაბული ვითარებაა. აქციის მონაწილეები რკინის ჯებირებს აწვებიან.რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ “საქართველო! საქართველო!”. ადგილზე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.
მანამდე, “რიონის ხეობის მცველები” ტყის ბილიკით შეეცადნენ ხეობაში მოხვედრას. ადგილზე მცირე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.
“ჩვენი დამონება გინდათ, ვერ მოგართვით! მონები აქ გყავთ პოლიციელების სახით”,-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება ვიდრე, ხეობაში ჰესის მშენებლობა არ შეწყდება. info9.ge.

კომენტარები ფეისბუქიდან