ილია იუდა მეორე ისკარიოტელი ებრაულ დელეგაციას შეხვდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ებრაულ დელეგაციას შეხვდა.

პატრიარქმა ქართულ და ებრაულ მხარეს შორის მეგობრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბრძანა, რომ საქართველოში ანტისემიტიზმი არასდროს ყოფილა.

„საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც არასდროს ყოფილა ანსტისემიტიზმი და ეს ჩანს იქიდან, რომ ებრაელები როგორც ჩამოვიდნენ ერთი ღმერთის მორწმუნე ხალხი, ისევე დარჩნენ დღემდე. ჩვენ დიდად ვაფასებთ ქართველთა და ებრაელთა ურთიერთობას. ებრაელები არ ჩამოვიდნენ უცნობ ქვეყანაში, ისინი ჩამოვიდნენ თავის ძმებთან, თავის ნაცნობ ქვეყანაში. ებრაელებმა საქართველოს ჩამოუტანეს ორი დიდი საუნჯე, ერთი – ჭეშმარიტი სარწმუნოება ერთი ღმერთისა და მეორე – წმინდა ილია წინასწარმეტყველის შესამოსელი, მოსასხამი“ – ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აფხაზეთი და ცხინვალი აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს საქართველოს.

ილია მეორემ ებრაელ რაბინებს საჩუქრად ყველაზე დიდი სანთელი გადასცა, რომელიც იერუსალიმში დაინთება.

ებრაელთა დელეგაცია თბილისში საქართველო-ისრაელის 26 საუკუნოვანი მეგობრობის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში იმყოფება.

კომენტარები ფეისბუქიდან