ახლა ტურებისთვის არ მცალია, აქციის ორგანიზებით ვარ დაკავებული! 15 სექტემბერს 18:00–ზე კანცელარიასთან გელოდებით ყველას!

ერი და სახელმწიფოს” ლიდერი ზვიად ტომარაძე სოციალურ ქსელში წერს:

“მეგობრებო!
ჩვენი ორი აქცია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ სისტემამ და მისგან ნაკვებმა სუბიექტებმა საშიშროება იგრძნეს. შესაბამისად, სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ დაწყებული საპროტესტო ტალღის განეიტრალებას (სხვადასხვა აქციების დაანონსება იქნება ეს თუ ცილისწამება). გარდა ამისა, პირადად ჩემზე წამოვიდა ლანძღვის და სიბინძურის კორიანტელი.
ვინც დიდი ხანია ფეისმეგობრებში ხართ იცით, რომ ჩემს მიმართ წამოსულ ლანძღვას იშვიათად ვპასუხობ. სამწუხაროდ, ჩემს ამ ქცევას ზოგიერთები სისუსტედ აღიქვავენ და არა დიდსულოვნებად. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს კი მიაჩნია, რადგან არ პასუხობ ესე იგი დამნაშავე ხარ… არადა ხე ხომ ნაყოფით იცნობა?

გუშინ კახა კუკავას დაკვეთით, მისი პარტიის წევრი დავით ჭაბუკაშვილი გამოუშვეს საკბენად!
გადავწყვიტე ყველა ვამხილო და ყველას გავცე საკადრისი პასუხი. ოღონდ აქციის შემდეგ, ახლა ტურებისთვის არ მცალია, აქციის ორგანიზებით ვარ დაკავებული! 15 სექტემბერს 18:00–ზე კანცელარიასთან გელოდებით ყველას!”

კომენტარები ფეისბუქიდან