სავალდებულო აცრები არაგონივრულია, არ არსებობს აუცრელთა მიერ გამოწვეული პანდემია.

„სავალდებულო აცრები არაგონივრულია“, „არ არსებობს აუცრელთა მიერ გამოწვეული პანდემია“ – ამ პოზიციაზე დგანან გერმანიის წამყვანი პოლიტიკოსები და ახლა უკვე ვირუსოლოგებიც, რომლებიც ახლო წარსულში სხვა აზრზე იდგნენ.

გერმანელი ვირუსოლოგი შტიორი: „პანდემია მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ყველა მოიხდის ინფექციას”
იენს შპანი

კერძოდ, ეს აზრი გამოთქვეს ფედერალური ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა იენს შპანმა (ბმული) და „შარიტე“-ს მთავარმა ექიმმა, ვირუსოლოგმა კრისტიან დროსტენმა (ბმული).
ამ უკანასკნელმა, კერძოდ, ზემოთ მითითებულ ინტერვიუში განაცხადა:
„ამჟამად გავრცელებულია ნარატივი, რომელსაც მე სრულიად არასწორად მივიჩნევ – აუცრელთა პანდემია. ჩვენ არ გვაქვს აუცრელთა პანდემია, ჩვენ გვაქვს პანდემია ზოგადად. ჩვენ გვყვანან განსაკუთრებული რისკ-ჯგუფები – უფროსი თაობის აუცრელი ადამიანები. 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში მთლიანად აცრილია მხოლოდ 86 პროცენტი, ეს სიგიჟეა, რადგან ნამდვილად საშიშია. /…/
პანდემია ყველასგან ვრცელდება, მათ შორის, აცრილების მიერ, თუნდაც ცოტა უფრო ნაკლებად“ – ამტკიცებს „შარიტე“-ს მთავარი ვირუსოლოგი დროსტენი. იგი ასევე ამბობს, რომ კორონავირუს Sars-CoV-2 -ის „დელტა“ ვარიანტი აცრების მიუხედავად, მაინც ვრცელდება. მისივე სიტყვებით, ვაქცინების მოქმედება ორ-სამ თვეში უკვე იწყებს გაქრობას.
გერმანელი ვირუსოლოგი შტიორი: „პანდემია მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ყველა მოიხდის ინფექციას”
კრისტიან დროსტენი

ამიტომაც დროსტენი ასევე ეწინააღმდეგება თეზისს, რომ კლინიკების გადატვირთვა მხოლოდ აუცრელი ადამიანების ბრალია. ამას დროსტენი აღიარებს, მიუხედავად იმისა, რომ იგი თავად აცრების ხაზგასმული მომხრეა. იგი ასევე მხარს უჭერს „ბუსტერულ“ აცრებს და აუცრელთა დასაცავად მათთვის დროებითი „ლოკდაუნის“ განახლებას.
გერმანელი ვირუსოლოგი შტიორი: „პანდემია მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ყველა მოიხდის ინფექციას”
კლაუს შტიორი

დროსტენის ამ ტრადიციულ პესიმიზმს მხარს არ უჭერს და აკრიტიკებს სხვა ავტორიტეტული გერმანელი ვირუსოლოგი კლაუს შტიორი (ბმული), რომელიც 1991-2006 წლებში ჯანმოშიც იკავებდა მაღალ თანამდებობებს. იგი მიიჩნევს, რომ „დროსტენის გაფრთხილებები გაუგებარია. არ გვაქვს ისეთი ციფრები და მონაცემები, რომ საგანგებო ვითარებაზე ვილაპარაკოთ. /…/ ეს ყველაფერი შორს სცდება რეალობას და ადამიანების დაშინებას იწვევს“.
მიუხედავად ამისა, შტიორიც მიიჩნევს, რომ დამდეგი ზამთარი „დიდი გამოწვევა“ იქნება. ამასთან, იგი აღნიშნავს:
„პანდემია მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც ყველა მოიხდის ინფექციას”.
შტიორი ასევე მიიჩნევს, რომ სავალდებულო აცრები გერმანიაში ამჟამად „არ იქნება გონივრული“, ხოლო აუცრელთა სტიგმატიზაცია დაუშვებელია.