გავიცნოთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის მორიგი მონაწილე

ყველასათვის ცნობილი, სამართლიანი და წარმატებული ქალბატონი: მადონა კოიძე (სახალხო კონტროლი) – ბიზნეს ლედი 2018 – ის მონაწილე. TVM NEWS-ის ჟუნალისტი ეწვია მას და საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა.

გაეცანით ქალბატონო მადონა საზოგადოებას, რას საქმიანობთ, რა პროფესიის ბრძანდებით?.. მოკლედ რომ გვიამბოთ თქვენს შესახებ. 

-გახლავართ მადონა კოიძე, საქრთველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე, მომხმარებელთა დაცვის მოძრაობაში მოვედი 2000 წლიდან, თავიდან ვიყავი რიგითი თანამშრომელი, ეს იყო პირველი არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა აბესალომ მამულაშვილი და აღმასრულებელი დირექტორი იყო თამაზ გიორგაძე. აკადემიკოსი აბესალომ მამულაშვილი იყო პირადად ჩემი მასწავლებელი, რომელმაც შემაყვარა მომხმარებელთა უფლებები და მასწავლა თუ როგორ მეზრუნა და დამეცვა მომხმარებელთა ინტერესები. 2005 წლიდან გავხდი აღმასრულებელი დირექტორი, ხოლო შემდეგ უკვე ფედერაციის თავმჯდომარე და ვხელმძღვანელობ დღემდე. რაც შეეხება პროექტ „სახალხო კონტროლს“, რომელმაც საზოგადოების ძალიან დიდი ინტერესი და ყურადღება გამოიწვია, ჩემთან მოვიდა ლიზა ვადაჭკორია კონკრეტული წინადადებით, რომ პირდაპირ ტელეკამერების წინაშე უნდა დაგვეცვა მომხმარებელთა უფლებები, არ დაგიმალავთ, რომ მსგავსი შეთავაზებები სხვა ტელევიზიებმაც გამიკეთეს, თუმცა იბერიამ მომცა ის თავისუფლება და კარტ ბლანში, რომელმაც დამაინტერესა და მიმიზიდა. ამიტომ ჩემი არჩევანი გავაკეთე იბერიაზე. პროექტი გახდა ძალიან პოპულარული და წარმატებული, რაც მე ძალიან მახარებს, თუმცა იყო მცდელობა თავდაპირველად, რომ ჩვენი პროექტი შეედარებინათ უცხო ქვეყნის ტელევიზიიების მიერ გაკეთებული გადაცემებისთვის მაგ: რევიზორი, მაგრამ როდესაც საზოგადოებამ ნათლად დაინახა განსხვავება და კერძოდ ის, რომ ჩვენი პროექტი უშუალოდ ემსახურება მომხმარებლის ინტერესებს და არ არის რაღაც დადგმული შოუ.

-ქალბატონო მადონა, როგორ ფიქრობთ რით არის საინტერესო ჩვენი პროექტი და თქვენ რამ გადაგაწყეტინათ ჩვენ პროექტში მონაწილეობის მიღება?.. როგორ ფიქრობთ საქართველოში ქალბატონებისთვის უფრო ადვილია წარმატების მიღწევა, თუ მამაკაცებისთვის?..

-რაც შეეხება თქვენს პროექტს, ზოგადად საქართველოში არსებობს პრობლემა, რომ მანდილოსნებს თავისდამკვიდრებისთვის უფრო დიდი ბრძოლა უწევთ და მამაკაცებისთვის უფრო მარტივია, თუნდაც ბიზნესში წარმატების მიღწევა და სწორედ ამის ფონზე ზოგიერთი ქალი იკარგება და კარგავს თავის თვითმყოფადობას, ამიტომ თქვენი პროექტი ვთვლი, რომ არის სწორედ ის სახელმძღვანელო აი ეს ინტერვიუები, თუ შემდგომში უკვე დაჯილდოვება მათთვის ეს გარკვეულწილად სტიმულის მომცემია, სიმართლე, რომ გითხრათ პირადად ჩემთვის ამ მხრივ არ არის საინტერესო დაჯილდოვება, რადგან უფრო დიდი ჯილდო არის ხალხის სიყვარული და აღიარება, მაგრამ ჩემთვის ძალიან საინტერესოა, როდესაც ვკითხულობ სხვა ქალბატონების ინტერვიუებს და ვიგებ, თუ მათ რა გზა გაიარეს და რა შეცდომები დაუშვეს და როგორ მიაღწიეს წარმატებას და მითუმეტეს მომავალი თაობა, რომელიც დღეს იდგამს ფეხს და უნდა გაიზიაროს, თუნდაც რამდენიმე წარმატებული ადამიანის მაგალითი, ამიტომ თქვენი პროექტი ვფიქრობ, რომ ამ ახალი თაობისთვის კეთილ საქმეს აკეთებს, ეს თქვენი ინტერვიუები არის ამ ახალი თაობისთვის ის ქრესტომატია, თუ როგორ უნდა მიაღწიონ ქალბატონებმა წარმატებას.

-ქალბატონო მადონა, როგორც უკვე ცნობილია თქვენთვის, ამ ჯერად პროექტის ოფიციალური მასპინძელია რესტორანი ლაზიკა, რას უსურვებდით მას?..

-სახალხო კონტროლი, სადაც კი შედის გარკვეულ წილად ითვალისწინებენ ჩვენს შენიშვნებს და მითითებებს, თუმცა ლაზიკამ ძალიან დიდი შრომა გაწია, საფუძვლიანად შეცვალა, როგორც მენეჯმენტი, მიდგომა, ასევე სამზარეულოს ჰიგიენური სანიტარული მდგომარეობა, დარბაზები და ყველაფერი, თქვენც აღნიშნეთ, რომ ამაში სახალხო კონტროლმაც მცირე წვლილი შეიტანა, მე უახლოეს პერიოდში აუცილებლად ვეწვევი და გადავიღებ, თუ როგორაა გამოცვლილი და შეცვლილი უკეთესობისკენ სიტუაცია და ამჯერად კი თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ლაზიკა არის ის რესტორანი, რომელშიც მე სიამოვნებით შევუკვეთავ მენუს და მივირთმევ და მე ეს ძალიან მიხარია.

მადლობას გიხდით საინტერესო ინტერვიუსთვის ქალბატონო მადონა და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, როგორც წარმატებული და საქმიანი ბიზნეს ლედი რას ურჩევდით ახალბედა, დამწყებ საქმიან ქალბატონებს?..

-ვურჩევდი, რომ ძალიან ბევრი უნდა იმუშაონ საკუთარ თავთან, უნდა დაისახონ მიზანი, მარტივად გასავლელი გზა ნამდვილად არ იქნება მყარი, აი სწორედ, როდესაც ნელ-ნელა მიზანდასახულად გააკეთებენ საკუთარ საქმეს, როგორც სახლი მაგალითად ფუნდამენტიდანვე უნდა აშენდეს, რომ იყოს გამძლე და არ ჩამოიშალოს, ასევე ნებისმიერ საქმეს სჭირდება ძლიერი ფუნდამენტი, აი სწორედ წარმატებული და ძლიერი კარიერა უნდა დაისახონ მიზნად და ნამდვილად მიაღწევენ წარმატებას.

შეგახსენებთ, რომ  მადონა კოიძე გახლავთ პროექტ-ბიზნეს ლედი 2018-ის მონაწილე, ხოლო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სექტემბრის შუა რიცხვებში, ჩვენი მედია ჯგუფი წარმატებებს უსურვებს პროექტის ყველა მონაწილეს და ასევე ქალბატონ მადონას, რომლისთვისაც ყველაზე მთავარი ჯილდო ეს ხალხის სიყვარული და დაფასებაა, ამიტომ ჩვენს მედია ჯგუფს უკვე თბილი და მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს, სხვაგვარად გამორიცხულია, რადგან ქალბატონი მადონა არაჩვეულებრივი ადამიანია, დადებითი აურის აქტიური და მიზანდასახული ქალბატონი (ანტისანიტარიის რისხვა და მომხმარერბლების დიდი ქომაგი)და ადვილად იმსახურებს გარშემომყოფთა სიმპათიებს.