პუტინმა მაკრონისთან საუბარში ისევ გაიმეორა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები არ ემუქრებიან მშვიდობიან მოსახლეობას და არ ახორციელებენ დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებზე.

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა უკრაინაში მიმდინარე საომარ პროცესებზე ისაუბრე და განიხილეს ცეცხლის შეწყვეტის პირობები. როგორც კრემლში აცხადებენ, რუსეთის პრეზიდენტს საკუთარი პირობები გააჩნია.

პუტინმა ერთ-ერთ აუცილებელ პირობად დაასახელა:

· „უსაფრთხოების სფეროში რუსეთის ლეგიტიმური ინტერესების უპირობო გათვალისწინება“, რაც, მისი თქმით, მოიცავს: ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის აღიარებას;

· უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას;

· რუსეთის სახელმწიფო ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფას.

პუტინმა მაკრონისთან საუბარში ისევ გაიმეორა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები არ ემუქრებიან მშვიდობიან მოსახლეობას და არ ახორციელებენ დარტყმებს სამოქალაქო ობიექტებზე.