ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებიდან 24 საათის განმავლობაში ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა ერთობლივად 3,5 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი და $350 მილიონზე მეტი ღირებულების რაფინირებული პროდუქტები იყიდა. გარდა ამისა, დასავლეთმა რუსეთისგან, სავარაუდოდ, შეიძინა დამატებით $250 მილიონის ღირებულების ბუნებრივი აირი, ასევე ათობით მილიონი დოლარის ალუმინი, ქვანახშირი, ნიკელი, ტიტანი, ოქრო და სხვა საქონელი. საერთო ჯამში, გადასახდელი თანხა, სავარაუდოდ, $700 მილიონს აჭარბებს.
ეს ტენდენცია გაგრძელდება – ყოველ შემთხვევაში უახლოეს პერიოდში. აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები გააგრძელებენ რუსული ბუნებრივი რესურსების ყიდვას, ხოლო მოსკოვი – მიწოდებას.
ორივე მხარემ იცის წინააღმდეგობები. დასავლეთმა იცის, რომ ბუნებრივი რესურსები პუტინისთვის “მეწველი ძროხაა”, რომელიც მის იმპერიულ ამბიციებს კვებას, უმეტესწილად, ნავთობისა და გაზის ულტრა მაღალი ფასების წყალობით. მოკავშირეებს ესმით იმპორტის ნულამდე შემცირების ეკონომიკური თვითდაზიანების ეფექტი.
თავის მხრივ, კრემლს შეიძლება გაუჩნდეს ცდუნება იარაღად გამოიყენოს თავისი ბუნებრივი რესურსები – რამაც შეიძლება ევროპის ჩაბნელება გამოიწვიოს. თუმცა კრემლმა ისიც იცის, რომ საქონლის ექსპორტი მისი ეკონომიკური მაშველია.
ამ ეტაპზე არც მოსკოვს, არც აშშ-ს და მის მოკავშირეებს არ აქვთ ეკონომიკური, პოლიტიკური ან სამხედრო ინტერესი, რომ ნავთობი, გაზი და სხვა ბუნებრივი რესურსები იარაღად იქცეს. თუმცა, აქ საგულისხმოა სიტყვა “ამჟამად”. კრემლის მიერ გაზის მიწოდების შეწყვეტის შიში შიშად რჩება.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი