ლიბერასტების დაკავება

სადამსჯელო ოპერაცია პროტესტანტების წინააღმდეგ – ყველა, ვინც ვინც ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებებს აპროტესტებს იჭერენ. ასე მოხდა უკრაინის საელჩოსთან, სადაც სამართალდამცავებმა რამდენიმე მოქალაქე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავეს.

პოლიციამ ორი სამოქალაქო აქტივისტი პოლიციის მანქანაში ჟურნალისტების თვალწინ ჩატენა.

ახალი დიპლომატიური სკანდალის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები უკრაინის საელჩოსთან მივიდნენ.

რამდენიმე საათის წინ, უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ზელენსკიმ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია ჰქონდა.