რუმინეთი არ იქნება ჩათრეული უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში.

რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა იმ მოქალაქეებს მიმართა, რომლებსაც მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე კონფლიქტის შესაძლო შედეგები აშფოთებთ.

„არც ერთ რუმინელს არ უნდა აღელვებდეს თავისი ან თავისი ოჯახის უსაფრთხოება. მინდა მკაფიოდ განვაცხადო: რუმინეთი არ იქნება ჩათრეული უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში! უფრო მეტიც, გარწმუნებთ, რომ მთავრობასთან, რუმინეთის პარლამენტთან და ჩვენს საერთაშორისო მოკავშირეებთან ერთად, მივიღებ აბსოლუტურად ყველა აუცილებელ ზომას რუმინეთის მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა პრეზიდენტმა.