უცნობი: ერთადერთ შვილიშვილს ვფიცავ, ჩვენი ომში ჩართვა უნდათ… აქ რომ ომი დაიწყოს, პირველ რიგში თქვენთან მოვალთ ავტომატებით, ჯერ შინაურ მტრებს მოვუღებთ ბოლოს
მოძრაობა “აი იას“ დამფუძნებელი, გია გაჩეჩილაძე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების პოზიციას აფასებს და ამბობს, რომ ქვეყნის შიგნით მეხუთე კოლონას სურს, საქართველო ომში ჩართოს.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ უკრაინელების მიმართ საკმარისი მხარდაჭერა გამოხატა.
“სოლიდარული არ ვართ? ყველა აივნიდან უკრაინის დროშა ფრიალებს. ლტოლვილები შევიფარეთ და რა ვიცი, ყველაფერს ვუკეთებთ, სანქციებმა გადაწყვიტა მაინც? მოლდოვაში რატომ არ არის ეს სიტუაცია?
მათაც ხომ იგივე პოზიცია დააფიქსირეს? საქართველო უნდათ, ომში ჩართონ ამ ბრძოლაში.
ერთადერთი შვილიშვილის სიცოცხლეს ვფიცავ, ჩვენი ომში ჩართვა უნდათ და მთელი ამბავი ამიტომ მიდის.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი