ევროპაში შევყავართ???

საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ ოფიციალურად წარედგინება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.