დოკუმენტი ითვალისწინებს ე.წ. კონტრსანქციების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, ვინც რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ შეზღუდვებს მოაწერა ხელი.

დღეს რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობის სხდომა მოიწვია და დასავლეთ ევროპისა და აშშ-თვის საგანგებო ეკონომიკური ზომების მისადაგების დოკუმენტი შეიმუშავა. ხსენებული დოკუმენტი ითვალისწინებს ე.წ. კონტრსანქციების დაწესებას იმ ქვეყნებისთვის, ვინც რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ შეზღუდვებს მოაწერა ხელი.

რას ითვალისწინებს ხსენებული კონტრსანქციები?!

დოკუმენტის მიხედვით, ექსპორტიორები ვალდებულნი იქნებიან გაყიდონ 2022 წლის 1 იანვრიდან მათ ანგარიშებზე დარიცხული უცხოური ვალუტის 80 %. ამაში შედის სასაქონლო პროდუქცია, სერვისები, როგორც ფიზიკური, ისე ინტელექტუალური სამუშაო.

1 მარტიდან რეზიდენტებს ეკრძალებათ არარეზიდენტებზე გასცენ უცხოური ვალუტა სესხად, ასევე მისი ჩარიცხვა ანგარიშზე და თავად ამ ანგარიშების გახსნა საზღვარგარეთის ბანკებში. იკრძალება საბანკო გადარიცხვები სპეციალური ანგარიშის გახსნის გარეშე, რომელიც რატიფიცირებული უნდა იყოს უცხოური საგადასახადო კომპანიების მიერ.

უცხოური ვალუტის გაყიდვის განრიგს ექსპორტიორებს დაუწესებს რუსეთის ცენტრობანკი.