რა შემთხვევაში წავა პუტინი უკრაინასთან დიალოზე – რა განუცხადა პუტინმა შოლცს.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო დიალოგზე მხოლოდ მაშინ წავა, თუ უკრაინა რუსეთის ყველა მოთხოვნას მიიღებს.
რა შემთხვევაში წავა პუტინი უკრაინასთან დიალოზე – რა განუცხადა პუტინმა შოლცს
„რუსეთი ღიაა დიალოგისთვის უკრაინულ მხარესთან, ისევე როგორც ყველა მათთან, ვისაც მშვიდობა სურს უკრაინაში, მაგრამ იმ პირობით, რომ რუსეთის ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
სატელეფონო საუბრისას პუტინმა შოლცს რუსეთის მოთხოვნები გაუმეორა, კერძოდ, უკრაინის „ნეიტრალური და არაბირთვული“ სტატუსი, ქვეყნის „სავალდებულო დემილიტარიზაცია“ და „დენაციფიკაცია“, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და სეპარატისტული რეგიონების სუვერენიტეტის აღიარება.
კრემლის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა „იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის წარმომადგენლები გონივრულ და კონსტრუქციულ პოზიციას დაიკავებენ მოლაპარაკებების მესამე რაუნდში“.