პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთთან ომს.

შეერთებული შტატებისა და მისი ნატო-ს მოკავშირეების მიერ უკრაინაში არასაფრენი ზონის შექმნამ შეიძლება, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს“ – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და ხსნის რა საშიშროება არსებობს აღნიშნული მიმართულებით.

„ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ე.წ. სპეცოპერაცია „გეგმის მიხედვით“ მიმდინარეობს. რთული წარმოსადგენია, რომ ეს გეგმა ითვალისწინებს უკრაინელი ხალხის შთამაგონებელ თავდაცვას, ნატო-სა და ევროკავშირს შორის სოლიდარობის გაზრდას, მსოფლიოს გაერთიანებას მოსკოვის წინააღმდეგ და კომპანიების უპრეცედენტო რაოდენობას, რომლებმაც რუსეთთან კავშირი გაწყვიტეს.რუსეთი არასოდეს ყოფილა ასე იზოლირებული, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასე ერთიანი“, – განაცხადა ბლინკენმა.

მისივე შეფასებით, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს.

„არასაფრენი ზონის მსგავსი რამის რეალურად განხორციელების ერთადერთი გზა ესაა ნატო-ს თვითმფრინავების გაგზავნა უკრაინის საჰაერო სივრცეში და რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება, რამაც შეიძლება, გამოიწვიოს სრულმასშტაბიანი ომი ევროპაში. პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათლად თქვა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთთან ომს, მაგრამ ჩვენ დიდ ძალისხმევას ვდებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა უკრაინელებს მივცეთ საშუალება, ეფექტიანად დაიცვან თავი“ – აღნიშნავს ბლინკენი.