ჩვენ სწორედ ნეონაცისტებს ვეომებით, თავად საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობა აჩვენებს. ნაციონალისტური და ნეონაცისტური ფორმირებები, მათ შორის კი არიან უცხოელი დაქირავებულები, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთიდან, ეფარებიან მშვიდობიან მოსახლეობას როგორც ცოცხალ ფარს“ , – განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ნეონაცისტები უკრაინაში მძევლად იყვანენ უცხოელ მოქალაქეებს.
მანვე აღნიშნა, რომ არის ობიექტური მონაცემები ნაციონალისტებისა და ბანდიტების მიერ საცხოვრებელი სახლების რაიონებში მძიმე ტექნიკის განთავსების შესახებ.
„მე უკვე ვთქვი, რომ არსებობს აბსოლუტურად ობიექტური მონაცემები, ფოტოები იმისა, როგორ ათავსებენ მძიმე ტექნიკას ქალაქების საცხოვრებელ კვარტლებში. ისინი მოქმედებენ სწორედ ასეთი სახით ყველაზე უკიდურეს ბანდიტებთან ერთად“, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ შეასრულონ პირობა და მოაშორონ ტექნიკა საცხოვრებელი შენობებიდან, საბავშვო ბაღებიდან, საავადმყოფოებიდან, პირიქით, იქ დამატებით გადაჰყავთ ტანკები, არტილერია და ტყვიამფრქვევები.
პუტინმა „ნეონაცისტების“ ქმედება უკრაინაში, შეადარა მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტების ქმედებას. სანქციების დაწესება ომის გამოცხადებას ჰგავს, მაგრამ საქმე ჯერჯერობით აქამდე არ მისულა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ნეიტრალური სტატუსია საჭირო, რათა ქვეყანა ნატოში არ გაწევრიანდეს.+

„რუსეთსა და ნატო-ს შორის კონფლიქტის შედეგები, თუ ის მოხდა, ყველასთვის გასაგებია“, – თქვა პუტინმა.
მისივე თქმით, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილების მიღება რთული იყო, რადგან მოსკოვისთვის საფრთხე გამოგონილი არ არის და რეალურია.
“გვესმის, რომ საჭიროა დახურული საფრენი ზონის შექმნა უკრაინის ტერიტორიაზე. ამის გაკეთება შეუძლებელია თავად უკრაინის ტერიტორიაზე. შეიძლება მხოლოდ ზოგიერთ მეზობელ ქვეყანაში, მაგრამ ამ მიმართულებით გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი ჩვენს მიერ განხილული იქნება, როგორც მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში. იმ მხარის ტერიტორიიდან, საიდანაც ჩვენი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საფრთხე შეიქმნება. ამავე წამიდან მათ განვიხილავთ როგორც სამხედრო კონფლიქტის მონაწილეებს და უკვე სულ ერთი იქნება, რისი წევრები არიან, რა ორგანიზაციების. ამიტომ, ვიმედოვნებ ამის გაგება არსებობს”, – ამბობს პუტინი.