ზელენსკის ნათქვამი, რომ ჩვენი მთავრობის ქმედება ამორალურია, არის მიუღებელი, რომელიც არ დიპლომატიაში და არც პოლიტიკაში ჯდება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ახლა ომია და არ მინდა, რომ მძიმედ ვისაუბრო ზელენსკის მიმართ. მისი ნათქვამი, რომ ჩვენი მთავრობის ქმედება ამორალურია, არის მიუღებელი, რომელიც არც დიპლომატიაში და არც პოლიტიკაში ჯდება. პრემიერის გადაწყვეტილებებს მე მხარს ვუჭერ, ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც საქართველოს შეუძლია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო ყველა იმ პოლიციელს, რომელიც დგანან და ვაჟკაცურად ითმენენ. 3-4 დღე ეს ადამიანები გარეთ არიან ჩვენი და ჩვენი ოჯახების უსაფრთხოება დაიცვან. და ამ დროს ტუალეტის ქაღალდს, ფქვილს აყრიან და კეტჩუპს ასხამენ თავზე. ეს არის ყოვლად მიუღებელი. არც ვიცი რა დავარქვა ამას. ჩემი აზრით, ეს არის არანორმალური საქციელი და ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან მკაცრად. ყოველთვის ასე იქნება“, – განაცხადა გომელაურმა.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი