ამერიკის შეერთებული შტატები ახლა ცდილობს ენერგორესურსების კონტრაქტებზე ხელმოწერას ირანთან და ვენესუელასთან, რომელთა წინააღმდეგაც ადრე მან არალეგიტიმური სანქციები დააწესა, – ვლადიმერ პუტინი.

ამერიკის შეერთებული შტატები ახლა ცდილობს ენერგორესურსების კონტრაქტებზე ხელმოწერას ირანთან და ვენესუელასთან, რომელთა წინააღმდეგაც ადრე მან არალეგიტიმური სანქციები დააწესა, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წარმომადგენლებთან თათბირზე, რომელიც ამ წუთებში ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს და პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

„ისინი უკვე ყველანაირ ფასად ცდილობენ შეთანხმებამდე მივიდნენ იმ ქვეყნებთან, რომელთან მიმართებაშიც თავის დროზე თავად დააწესეს არალეგიტიმური შეზღუდვები. და ირანთან მზად არიან მშვიდობის დასამყარებლად, ყველა დოკუმენტზე ხელის დაუყოვნებლივ ხელმოსაწერად. და ვენესუელასთან. ვენესუელაში ჩავიდნენ, რომ მათთან მოილაპარაკონ. მაგრამ არ იყო ამ არალეგიტიმური სანქციების დაწესება საჭირო“, – განაცხადა პუტინმა.

მან დარწმუნებით აღნიშნა, რომ ასევე იქნება რუსეთთან დამოკიდებულებაშიც. „იგივე იქნება ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაშიც. და ამაში მე ეჭვი არ მეპარება“, – თქვა პუტინმა.