უკრაინაში დაფუძნებულ ამერიკულ ლაბორატორიებში საშიში ბიოლოგიური იარაღის შექმნა მიმდინარეობს, 2022 წლის თებერვალში კი კიევსა და ოდესაში სწორედ ორი ამერიკული ლაბორატორიის გახსნა იგეგმებოდა, რასაც ვლადიმერ პუტინის “სპეციალურმა ოპერაციამ” შეუშალა ხელი.
ბიოლოგიურ იარაღზე ისაუბრა პოლიტილოგმა იგორ ნიკულინმა, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინამ და აშშ-მა 2005 წელს ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში უნდა განხორციელებულიყო იმ ტექნიკის პროფილაქტიკა, რომელიც პოტენციურად ბირთვული იარაღის შექმნისთვის გამოდგებოდა.
უკრაინის ბიოლაბორატორიებთან დაკავშირებით ავტორი ვიდეოში ამტკიცებს, რომ პენტაგონის მიერ დაფინანსებული ლაბორატორიები შესაძლოა, უკრაინაში სხვადასხვა დაავადებების გავრცელებასთან იყოს დაკავშირებული. მას მაგალითად მოჰყავს 2011 წელს უკრაინაში დაფიქსირებული ქოლერას შემთხვევები, ასევე 2017 წელს ვირუსული ჰეპატიტის გავრცელება. ალექს ბრეჟნევი ასევე ამბობს, რომ პენტაგონის ლაბორატორიებში უკრაინაში მხოლოდ ამერიკელები მუშაობენ და უკრაინელებს მათ საქმიანობასთან შეხება არ აქვთ. პირველი არხის ერთ-ერთი სიუჟეტის მიხედვით, ვაშინგტონმა აღიარა, რომ უკრაინა ბიოლოგიურ იარაღს ფლობს, ეს ინფორმაცია კონკრეტულად ვიქტორია ნულანდმა დაადასტურა. სიუჟტში ნათქვამია ისიც, რომ კიევი დონბასზე მასშტაბურ თავდასხმას გეგმავდა, რაც რუსული მხარის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტით დასტურდება.
მეორე სიუჟეტში ნათქვამია, რომ უკრაინაში მდებარე ბიოლაბორატორიებში მიმდინარე საშიშ კვლევებს პენტაგონი აკონტროლებდა, რაც ნულანდმაც დაადასტურა. სიუჟეტის მიხედვით, ნულანდი ერთ დროს უკრაინაში მაიდანზე გამოსულ პროტესტის მონაწილეებს ორცხობილებს სთავაზობდა, ახლა კი სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანია.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი