უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ სამშობიარო არ მუშაობდა და სინამდვილეში ექიმები აზოვის ბატალიონის მებრძოლებმა დაარბიეს. ამის მტკიცებულებად მოტანილია ტელეგრამში გავრცელებული კადრები, რომელშიც განადგურებული ავეჯი და დამტვრეული მინები ჩანს, მაგრამ არა ცხედრები.
სამშობიარო სახლის დაბომბვას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა. ლავროვის თანახმად, მარიუპოლში სამშობიარო სახლი ულტრა-რადიკალურ ბატალიონს ჰქონდა დაკავებული და სწორედ ეს გახდა კლინიკაზე საჰაერო თავდასხმის მიზეზი.
სერგეი ლავროვი: “7 მარტს, სამი დღის წინ, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, ჩვენმა დელეგაციამ წარმოადგინა ფაქტები, რომ ეს სამშობიარო საავადმყოფო დიდი ხანია დაიპყრო აზოვის ბატალიონმა, საიდანაც პერსონალი გაძევებული იყო.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი