რუსეთის პრეზიდენტის ლოგიკურმა და ძალიან ძლიერმა გადაწყვეტილებამ, ბუნებრივი აირის მიწოდების საფასურად, მიმღებმა ქვეყნებმა, ევროს და დოლარის ნაცვლად, რუბლები გადაიხადონ, ევროპაში დაბნეულობა გამოიწვია. ექსპერტები უკვე საუბრობენ ევროპისთვის ნეგატიურ შედეგებზე.
რუსეთს გაზის საფასურად დოლარის და ევრო ნაცვლად, რუბლს ითხოვს! დაბნეული ევროპა გამოსავალს ვერ პოულობს
კარსტენ ფრიჩისთვის, Commerzbank-ის სასაქონლო ანალიტიკოსისთვის, ვლადიმირ პუტინის ნაბიჯი ასე აიხსნება: „ეს არის საპასუხო მოკითხვა ე. წ. არამეგობრული სახელმწიფოებისათვის. პუტინს სურს, აჩვენოს, რომ მას სხვაგვარადაც შეუძლია მოქმედება“.
გაზი შეიძლება „გაძვირდეს“ გერმანელი მომხმარებლებისთვის
FOCUS Online-თან საუბარში, ფრიჩი აღწერს, თუ რას ნიშნავს რუსეთის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი გერმანელი მომხმარებლებისთვის. „ახლა არსებობს რეალური საფრთხე, რომ ევროკავშირში გაზის ემბარგო დაწესდეს. შედეგად, გაზი შეიძლება მნიშვნელოვნად გაძვირდეს გერმანელი მომხმარებლისთვის“, – გვაფრთხილებს ექსპერტი. „ამას მოკლევადიან პერსპექტივაში სხვა მომწოდებლებით ვერ ავანაზღაურებთ. ეკონომიკის მინისტრი ჰაბეკი ყატარში იმყოფებოდა, მაგრამ ალბათ რამდენიმე წელი გავა, სანამ იქიდან ჩვენთან LNG-ის (თხევადი ბუნებრივი გაზი) მოწოდება დალაგდება. მოკლევადიან პერსპექტივაში ეს არ გვიშველის“.
ანუ გაზის ბოიკოტი მოდის? ფრიჩი ამას აღარ გამორიცხავს: „შესაძლოა, ევროკავშირის მთავრობებმა ამაზე რეაგირება მოახდინონ ბოიკოტით. ჯერჯერობით გაზის ემბარგოზე საუბარი არ ყოფილა. მაგრამ დღევანდელი ამბები ახალ ვითარებამდე მიგვიყვანს. ამიტომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ რეაგირებენ პოლიტიკოსები ამაზე.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი