შეერთებული შტატების მეთაურის ფსიქიკური მდგომარეობა გაუარესდა

The Washington Times-თან ინტერვიუში ჯექსონმა თქვა, რომ ბოლო დროს შეერთებული შტატების მეთაურის ფსიქიკური მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ უკვე „ეროვნული უსაფრთხოების“ საკითხია. „დიაგნოსტიკას არ ვცდილობ. მაგრამ, ჩემი აზრით, მთელი მსოფლიო ხედავს, რომ მას პრობლემები აქვს“, – განაცხადა კონგრესმენმა.

ჯექსონის თქმით, ბაიდენს სჭირდება გონებრივი სიცხადის ტესტის ჩაბარება, რომელიც მან არ ჩააბარა ბოლო სამედიცინო გამოკვლევის დროს. ამ დროისთვის, „რუსეთთან ომის რისკი მოითხოვს, რომ შეერთებულ შტატებს ჰყავდეს საზრიანი პრეზიდენტი“. მანამდე აშშ-ს ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენმა ქვეყანას უფრო მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე ყველა სხვა ამერიკის პრეზიდენტმა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში.

ირაკლი ჯანყარაშვილი
tvalsazrisi.