მას შემდეგ, რაც ნატომ უარი თქვა უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე და უარი თქვა უკრაინის სამხედრო დახმარებაზე, საქართველოს თითქოსდა შესაბამისი დასკვნები უნდა გაეკეთებინა. უკრაინის ომის ფონზე, გაუგებარია, ანდა უბრალოდ სასაცილოა კვლავაც საუბარი „საქართველოს პროგრესზე ალიანსში წევრობისკენ“ ან „საქართველოს „მნიშვნელოვან როლზე რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“. მიუხედავად ამისა, საგარეო პოლიტიკური კურსი იოტისოდენადაც არ შეცვლილა, თუმცა შეიცვალა საგარეო საქმეთა მინისტრი. ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგიც, რომელიც ჯერ არ დანიშნეს ბანკის დირექტორად და აიძულეს სამსახური გაეგრძელებინა, თავს იკატუნებს, ვითომ არაფერი მომხდარა და საქართველომ გეგმის მიხედვით უნდა იმოქმედოს.
სტოლტენბერგთან და ნატოსთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, მათი მიზანი საქართველოში შემოსვლაა და არა მისი მიღება, საქართველოს ხელისუფლება კი, როგორც ჩანს, ნატიფ აღმოსავლურ პოლიტიკას ატარებს: აქაოდა, რატომ დაობთ წინასწარ და რატომ სძენთ მტრებს დაუცველ საქართველოს?! აი, გუშინ უკრაინაც მიდიოდა ნატოში, დღეს კი “დედა დაიფიცა”, რომ სამუდამოდ ნეიტრალური იქნება! ამიტომ, საქართველოც გაემგზავრება მინისტერიალებზე და დადგამს სერიალებს – მომავალი გვიჩვენებს და განსჯის… და თუ ვინმეს რაიმე უსიამოვნო სიურპრიზები ელის მომავალში, ესენი არიან უკრაინელი ნეონაცისტები, რომლებსაც დღეს ეჭვის შეუტანლად ჰგონიათ, რომ იყენებენ საქართველოს და ქართველებს რუსეთის წინააღმდეგ, და ამ დროს ქართული “ომის პარტია” და მისი ლიდერი – უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მათ საკუთარი ფინანსური და პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს. saqinfo
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი