სერბები მხარს პუტინს უჭერენ.

გუშინ, 8 აპრილს, ევროლიგის 34-ე ტურში ბელგრადის “ცრვენა ზვეზდამ” საკუთარ პარკეტზე თურქული “ანადოლუ ეფესი” დაამარცხა – 93:85.

თამაშის მიმდინარეობისას ბელგრადელი გულშემატკივრები ტრიბუნაზე ევროკავშირისა და ნატოს საწინააღმდეგო დროშას აფრიალებდნენ, თან სკანდირებდნენ: “რუსეთი! რუსეთი! სერბეთი-რუსეთი!”

ამ ფორმით უპასუხეს სერბმა ფანებმა “ჟალგირისის” ფანატების საქციელს, რომლებმაც “ცრვენა ზვეზდას” კალათბურთელებს მთელი მატჩის მანძილზე უსტვინეს. მათი პროტესტის მიზეზი კი ის იყო, რომ სერბებმა უკრაინის მხარდაჭერაზე და მათი დროშის გაშლაზე, მატჩის წინ უარი თქვეს.