ეს გარემოებები აუცილებლად გაამწვავებს სურსათის დეფიციტს მსოფლიოს უღარიბეს რეგიონებში, წაახალისებს მიგრაციის ახალ ტალღებს და საკვების ფასებს კიდევ უფრო გაზრდის. – თქვა ვლადიმირ პუტინმა.

ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთმა უნდა აკონტროლოს მტრულად განწყობილ ქვეყნებში სურსათის ექსპორტი, რადგან დასავლეთის სანქციებმა გლობალური სასურსათო კრიზისი და ენერგიის ფასების სპირალური ზრდა გამოიწვია.

პუტინმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ ენერგორესურსების გაძვირება და სასურსათო პროდუქციის ნაკლებობა განვითარებულ ქვეყნებს აიძულებს მეტი ფული დაბეჭდონ, რაც ღარიბ ქვეყნებში საკვების დეფიციტს გამოიწვევს.

“ეს გარემოებები აუცილებლად გაამწვავებს სურსათის დეფიციტს მსოფლიოს უღარიბეს რეგიონებში, წაახალისებს მიგრაციის ახალ ტალღებს და საკვების ფასებს კიდევ უფრო გაზრდის”. – თქვა ვლადიმირ პუტინმა.