ალტ-ინფოს გადაცემაში “დღის კომენტარი”, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის თემას ეხებოდა, “ქართული დასის” თავმჯდომარემ, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის საფუძველი ზელენსკის განცხადება გახდა. ბაღათურიას თანახმად, ზელენსკიმ ნატოსა და რუსეთს შორის დაძაბულობის ფონზე განაცხადა, რომ უკრაინა ბირთვული იარაღის შექმნას აპირებდა.
ჯონდი ბაღათურია: „როგორც ჩანს, ზელენსკი როლში შევიდა და ტვინი გაუხურდა. რა გახდა რუსეთის შეჭრის საფუძველი, საბაბი? შეიძლება სხვა მიზეზებიც ჰქონდა, მაგრამ რა გამოიყენა ყველაზე ეფექტურად რუსეთმა? ნატოსა და რუსეთს შორის დაძაბული ესკალაციის, სამხედრო დაძაბულობის ფონზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბირთვული იარაღის შექმნას აპირებს.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი