ჯორჯ ბუშმა ვოლოდიმირ ზელენსკის “ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილი” უწოდა – რას წერს აშშ-ის ექსპრეზიდენტი ზელენსკისთან ონლაინ შეხვედრის შემდეგ
აშშ-ს რიგით 43-ე პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, “ინსტაგრამზე” უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ონლაინ შეხვედრის ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა, ფოტოებს თან დართული აქვს ტექსტი, სადაც ბუში ზელენსკის “ჩვენი დროის ჩერჩილს” უწოდებს.
“მქონდა პატივი, რომ ამ დილით, რამდენიმე წუთით პრეზიდენტ ზელენსკისთან – ჩვენი დროის უინსტონ ჩერჩილთან მესაუბრა. პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე შესანიშნავი ლიდერობისთვის და თავისუფლებისადმი ერთგულებისთვის, ხოლო უკრაინელ ხალხს სიმამაცე შევუქე.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამარწმუნა, რომ ისინი ყაჩაღი და ბარბაროსი პუტინის წინააღმდეგ ბრძოლაში უკან არ დაიხევენ”, – წერს ჯორჯ ბუში.