ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ აზოვის პოლკს არ აქვს გადარჩენის მაღალი შანსი

ჩვენთვის კაპიტულაცია მიუღებელია, მტრისთვის ამხელა საჩუქრის მიცემა არ შეგვიძლია“, – აცხადებს აზოველი მებრძოლი, ილია სამოილენკო ონლაინ პრესკონფერენციაზე, რომელიც უცხოელი ჟურნალისტებისთვის, ალყაში მყოფმა მებრძოლებმა დღეს გამართეს.

მათი ინფორმაციით, აზოვსტალი ინტენსიურად იბომბება და მხოლოდ გასულ ღამეს 25 ჭურვი ჩამოაგდეს.

„ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ აზოვის პოლკს არ აქვს გადარჩენის მაღალი შანსი დატყვევების შემთხვევაში. ეს მიუღებელია ჩვენი მხრივ, იმიტომ, რომ მტერს ასეთ დიდ საჩუქარს ვერ გავუკეთებთ, რადგან ყოველი პატიმარი გაცვლის ფონდია, ეს არის რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური და სამხედრო ზეწოლის რესურსი“, – განმარტა სამოილენკომ.