უკრაინის რუსული ეკლესიის იერარქია კვლავ რუსეთის ერთგული და მისი ინტერესების გამტარებელი რჩება უკრაინაში.

2022 წლის 12 მაისს კიევში შედგა უკრაინის რუსული ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა, რომელსაც მიტროპოლიტი ონოფრე თავმჯდომარეობდა. კრებაში იმ მღვდელმთავრებმაც მიიღეს მონაწილეობა, რომლებმაც კირილე გუნდიაევის მოხსენიება შეწყვიტეს. მათ შორის იყო ოდესისა და ისმაილის მიტროპოლიტი აგათანგელი, ჩერნივეცისა და ბუკოვინას მიტროპოლიტი მელეტი და ჟიტომირის მიტროპოლიტი ნიკოდიმოსი.

კრებაზე იმსჯელეს უკრაინაში არსებულ მდგომარეობაზე. უკრაინის რუსული ეკლესია კვლავ რუსეთზე დაქვემდებარებას ამჯობინებს და მრევლს მოუწოდებს სწორედ რუსეთის ეკლესიის წიაღში დარჩნენ. უკრაინის რუსული ეკლესიის იერარქია კვლავ რუსეთის ერთგული და მისი ინტერესების გამტარებელი რჩება უკრაინაში. ამის პარალელურად კი აპროტესტებენ, რომ უკრაინის მთავრობა გეგმავს უკრაინის რუსული ეკლესიის არსებობას.