ჩვენი ხელისუფლება ევროკავშირის კითხვარზე აპირებს ხელის მოწერას, სადაც პირდაპირ წერია ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება. რომელ ოჯახის სიწმინდის დაცვაზეა ლაპარაკი.

17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადდა, ერის და ბერის მსვლელობა უნდა მოეწყოს რაღაც გარკვეულ მონაკვეთზე. ეს კარგია მაგრამ რა აზრი აქვს?! ქალაქში ხეტიალს?! ჩვენი ხელისუფლება ევროკავშირის კითხვარზე აპირებს ხელის მოწერას, სადაც პირდაპირ წერია ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება. რომელ ოჯახის სიწმინდის დაცვაზეა ლაპარაკი.
ევროკავშირი ჰქვია თუ რაღა ჰქვია. პირდაპირ წერია შიგნით, თუ გინდათ ჩვენთან იყოთო, მუხლებია ჩამოთვლილი, ჰომოსექსუალიზმი უნდა მიიღოთო, ტრანსგენდერობა უნდა მიიღოთო, სქესის შეცვლა უნდა მიიღოთო…

ბავშვი ბიჭი თუ იტყვის, რომ მე გოგო ვარ, ხელი არ შეუშალოთო, გოგოდ უნდა აღიაროთო. თუ არ იქნება საქართველოში სოდომიზაციის და გათახსირების ხელშეწყობაო, ისე არ მიგიღებთო.