ჩვენ ვერ შევძლებთ უკრაინის გადარჩენას ამერიკის ეკონომიკის უფსკრულში ჩაძირვის გზით“ – ეს ციტატაც კენტუკელ სენატორს ეკუთვნის.

შეერთებულ შტატებს სურს, გამოყოს თითქმის 40 მილიარდი დოლარი უკრაინის რუსეთისგან თავდაცვისთვის, იარაღის, დახმარებისა და ლტოლვილების მხარდაჭერისთვის. ეს არის ასეთი სახის ყველაზე დიდი დახმარების პაკეტი ათწლეულების განმავლობაში, აშშ-ს წლიური თავდაცვის ბიუჯეტის დაახლოებით ხუთი პროცენტი. არც ავღანეთში და არც ერაყის ომში ასეთი მოკლე დროში არ ყოფილა ასეთი მოცულობის ხარჯები გამოყოფილი.

მაგრამ ეს კანონპროექტი ჯერ კიდევ კონგრესშია ჩარჩენილი. მისი მიღება, ყველაზე ადრე, ამ კვირის განმავლობაში შეიძლება მოხდეს – ნაცვლად გასული ხუთშაბათისა, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი. ამაზე პასუხისმგებელი ცალკე აღებული კაცია: რესპუბლიკელი სენატორი რენდ პოლი, კენტუკიდან. მას სურს დარწმუნდეს, რომ ფულის ხარჯვის უკეთესი მონიტორინგი თუ მოხდება. პოლმა განმარტა, რომ მან ფიცი დაუდო არა რომელიმე უცხო ქვეყანას, არამედ შეერთებულ შტატებს: „ჩვენ ვერ შევძლებთ უკრაინის გადარჩენას ამერიკის ეკონომიკის უფსკრულში ჩაძირვის გზით“ – ეს ციტატაც კენტუკელ სენატორს ეკუთვნის.

პოლის ვეტო, სავარაუდოდ, მხოლოდ შეაფერხებს სახსრების გამოთავისუფლებას უკრაინისათვის და მთლიანობაში ეს პროცესი არ შეჩერდება. მიუხედავად ამისა, შეფერხება არასასიამოვნოა, განსაკუთრებით ენტონი ბლინკენისთვის, რომელიც ევროპაში ვიზიტის დროს ნატოს სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ხვდება და ახლახანს მოწოდება გააკეთა, დრო არ დაიკარგოს უკრაინის ფინანსურ დახმარებისათვის.

თუმცა არც ისეა საქმე, რომ ყველაფერი ერთი კაცის ახირებას დაბრალდეს. არსებული ვითარება, შესაძლოა, უფრო ფართო მოვლენების სიმპტომია, რომლებიც წინ გველის. რუსეთის შეტევა უკრაინაზე უკვე 11 კვირაა გრძელდება და არის ნიშნები, რომ ის კიდევ დიდხანს გაგრძელდება. და მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ამომრჩევლების თანაგრძნობა უკრაინის მოსახლეობის მიმართ ჯერ კიდევ მაღალია, გამოკითხვების თანახმად, ის შეიძლება დროთა განმავლობაში გაუარესდეს – საშინაო პრობლემების გამძაფრებასთან ერთად. ეს უადვილებს პოლიტიკურ ოპონენტებს კითხვას, არის თუ არა პრეზიდენტი ჯო ბაიდენის ამჟამინდელი პოლიტიკა უკრაინის მიმართ სწორი. Geo info from.