შვედეთის ,,ნატო-ში” გაწევრიანება ამერიკის სურვილია და შვედეთის საზოგადოების აზრს არ ითვალისწინებენ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ,,ტელეგრამზე“ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, შვედეთის ,,ნატო-ში” გაწევრიანება ამერიკის სურვილია და შვედეთის საზოგადოების აზრს არ ითვალისწინებენ.

,,რატომ არ იყო რეფერენდუმი? მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე დიდი ხანია, რაც არავის არაფერზე აინტერესებს შვედეთის საზოგადოების აზრი. ამერიკელები შვედების ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებებს. მეგობრებზე საუბრისას აღსანიშნავია, რომ „ისტორიული“ გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს ამერიკელი სენატორები სტოკჰოლმში იმყოფებოდნენ. არა რიგითი კონგრესმენები, არამედ სენატში რესპუბლიკელების ლიდერი მიჩ მაკკონელი. შვედეთი ჯერ არ შეუერთდა ალიანსს, მაგრამ ამერიკელები უკვე კარნახობენ შვედეთის ხელისუფლებას, რა უნდა უთხრან საკუთარ ხალხს და ეს მხოლოდ დემონსტრირებაა იმის, რაც მათ ელოდებათ“- განაცხადა ზახაროვამ.