აპრილში ჩინეთმა, რომელიც მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა, რუსეთისგან რეკორდული რაოდენობის ქვანახშირი იყიდა და ასევე გააუქმა იმპორტის ტარიფები ყველანაირი ტიპის ქვანახშირზე.
ამერიკულ-ბრიტანული ფინანსთა ანალიტიკური კომპანია Refinitiv-ის ცნობით, ჩინეთში რუსული ქვანახშირის იმპორტი მარტი-აპრილის პერიოდში თითქმის გაორმაგდა და 4.42 მილიონ მეტრ-ტონას მიაღწია. რუსეთმა ჩინეთში ქვანახშირის მიწოდებაში ავსტრალიას გადაუსწრო და ახლა ქვანახშირის იმპორტის 19%-ს შეადგენს, 14%-ის ნაცვლად.
ქვანახშირით ვაჭრობა ორივე ქვეყნის ეკონომიკისთვის მომგებიანია. ჩინეთი ქვანახშირს ენერგო-სადგურებსა და ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გამოიყენებს. რუსეთს კი დასავლეთის მხრიდან შემცირებული ექსპორტის ფონზე წიაღისეული საწვავისთვის ახალი მომხმარებლები სჭირდება.
წყარო: formulanews.ge.
TVM.GE ახალი ამბების ვებ პორტალი