აზოველები კაი ტიპები არიანო, რომ იძახით აქ ზოგიერთები – მაინტერესებს, რატომ? ნაცისტ-ფაშისტი ხალხი როდიდან არიან კაი ტიპები?

“აზოველები” კაი ტიპები არიანო, რომ იძახით, მაინტერესებს, რატომ? ნაცისტ-ფაშისტები, როდიდან არიან კაი ტიპები? – ნინო ლაბარტყავა
ახლა ტყვედ რო ჩაბარდნენ, ვიდეოები რომ ვრცელდება, კადრებში ძალიან კარგად ჩანს მაგ “აზოველების” სახეები, ვიზუალი და შესაბამისად, ისიც კარგად ჩანს, სვასტიკები, ჩონჩხის თავები, ამოტრიალებული ჯვრები რომ ახატიათ ზოგს კისერზე, ზოგს ხელებზე და ზოგს ტანზე!
არ თქვათ ახლა, პროსტა ისე ექნებათ დახატული 🙂
ან რას იბრძოდნენ, ერთი, ძაან მაინტერესებს – ხალხი ჰყავდათ ფარად ჩაყვანილი “აზოვსტალის” ბუნკერებში და იმიტო არ ურტყამდა რუსეთი ძლიერად, იმ ხალხის დახოცვა არ უნდოდა და ფაქტებიც ამაზე მეტყველებს – ყველა მშვიდობიანი მოქალაქე ნელ-ნელა გამოიყვანეს და არავის დაუხოცავს!
როგორც კი ამ მშვიდობიანების ევაკუაცია დასრულდა, მგონი ერთი კვირაც არ იყო გასული და ტიპებმა ტყვედ ჩაბარება დაიწყეს…
რავი, მაგარი მებრძოლი თუ ხარ, მითუმეტეს საკუთარ ქვეყანას და ხალხს თუ იცავ, ტყვედ არ ბარდები წესით. თავს შეაკლავ.
მარა ვხედავდით ყველა, რაც ხდებოდა ეს დღეები.
თქვენ საერთოდ მებრძოლის რაობას აფერმკრთალებთ და აბანძებთ!
დღეს თურმე მაგარი მებრძოლობა ის ყოფილა, ტყვედ რო ბარდები…
შიგ ხომ არ გაქვთ, ბიძია?
ბრძოლა თავგანწირვაა და სიმამაცეა!
გულიანობაა და სიძლიერეა!
და არა უჭმელობის და პირობების არქონის გამო ტყვედ ჩაბარება!
პ.ს. – ზუსტად მე ეს არ ვიცი, მაგრამ ერთგან დაწერეს – “აზოვის” ვიდეოებს იუთუბი ბლოკავდა ხოლმეო, მისი ფაშისტური კონტენტის გამოო…
და ახლა ხსნილი აქვთ )) გულიაი, ვასია ☺️ სულ რომ გინებები და კიდევ უარესები ჩაწერონ, იუთუბი ბედნიერია თუ დადებს 😁
ასე, რომ ეგ თქვენი “გმირი” “აზოველები” დაახვიეთ და…
😌♥️
პ.პ.ს. – პოსტს საჯაროდ ვერ ვწერ, რომ არ დამირეპორტონ ზელენსკიჩებმა 😒

ნინო ლაბარტყავა, ჟურნალისტი; სოციალური ქსელი.