დავიდ კასატკინი, მეტსახელად ქიმიკოსი. აზოვის ბატალიონის ერთ-ერთი ოდიოზური წევრი, რომელიც სხვებთან ერთად ჩაბარდა სულ ცოტა ხნის წინ. სატანისტი, ნაცისტი, ჰიტლერისტი, ჯალათი, ნარკომანი, კრიმინალი, სამხედრო დამნაშავე და ბლოგერი.

დავიდ კასატკინი, მეტსახელად ქიმიკოსი.
აზოვის ბატალიონის ერთ-ერთი ოდიოზური წევრი, რომელიც სხვებთან ერთად ჩაბარდა სულ ცოტა ხნის წინ.

“ამოიცნეს ტყვედ ჩაბარებული დავიდ კასატკინი, მეტსახელად ქიმიკოსი. აზოვის ბატალიონის ერთ-ერთი ოდიოზური წევრი”მისი ბოლო საბრძოლო ადგილმდებარეობა იყო აზოვსტალი. მსახურობდა კონტრაქტით 2016 წლის თებერვლიდან.
მის ბიოგრაფიაში შემდეგი ჩამონათვალია – სატანისტი, ნაცისტი, ჰიტლერისტი, ჯალათი, ნარკომანი, კრიმინალი, სამხედრო დამნაშავე და ბლოგერი.
თავად აქვს ნათქვამი ტელეგრამის არხის საშუალებით, რომ მეტამფეტამინს ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს ამზადებდა. ცნობილია ასევე იმითაც, რომ მხეცურად ხოცავდა დონბასელ მოსახლეობას, 2016-2021 წლებში.
დადასტურებული ამბავია, რომ თავისიანებიც დახოცა – მაგალითად უკრაინის სამხედრო ძალების პოლკოვნიკი.
განსაკუთრებით სახელი გაითქვა თავის ინსტაგრამ არხზე ჩაწერილი ვიდეო მიმართვებით, სადაც კადიროვს და მის ოჯახს ემუქრებოდა – კადიროვი და მისი ძაღლები, ასე მოიხსენიებდა. “შენ გოგოს წრეში ჩამოვატარებთ, დედაშენს თავს მოვაჭრი”
“მე არ ვაპირებ მოწამეობრივ სიკვდილს, ჩვენ ვბრძოლობთ მთელი ძალებით და ველით დახმარებას აზოვსტალში” – ესეც მისი სიტყვებია.
14 მაისს, როგორც კი ცნობილი გახდა, რომ უნდა დანებებულიყვნენ, დაიწყო თავისი ვიდეო მიმართვების და ნებისმიერი ფაილების წაშლა ტელეგრამის არხზე, რომელიც ძალადობას და ნაცისტურ ელემენტებს შეიცავდა, მაგრამ უკვე იდენტიფიცირებული იყო – ინტერნეტში ხომ ნებისმიერი ფაილი ინახება.
ზუსტად ბლოგერობამ დაღუპა და ვიდეო მიმართვების შედეგად იქნა იდენტიფიცირებული – სვირინგების საშუალებით ამოიცნეს. მისი სვირინგების და სიმბოლოების აზრი კი თავად განსაჯეთ: მთელ ზურგზე ახატია ბაფომეტი(ეშმაკი), “მოკალი ყველა” და კიდევ ერთი მათგანი იმსახურებს განსაკუთრებით ინტერესს ნაცისტური წარწერა – Jedem das Seine, ლათინურად – suum cuique. დაახლოებით ასე ითარგმნება – თითოეულს დამსახურების მიხედვით, ყველა მიიღებს იმას რასაც იმსახურებს.
ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკის მთავარ შესასვლელის კარზე იყო აბრა, ზუსტად იგივე წარწერით, რა თქმა უნდა ირონიული და დამცინავი მნიშვნელობით ტყვეების მიმართ.
რამდენადაც ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციებით ვგებულობთ, შეიძლება კასატკინი, გროზნოში გაასამართლონ. როგორც ჩანს იმ მუქარების შემდეგ, კადიროვი პირადად ითხოვს ამას.
კიდევ ერთი გზას აცდენილი, ბოროტი იდეოლოგიების წყალობით. უღმერთობას, უფსკრულამდე მიყავს ადამიანი.
(მადლობა დიტო ბიძინაშვილი ს ამ მასალის მოძიებისთვის )
პ.ს. ილოცეთ, უფალმა შეგიწყალოთ, ასეთების გმირებად შერაცხვისთვის! მ.დ.

მაია დვალიძე, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი.