ზუგდიდელი, წარმატებული ქალბატონი: ნინი დარასელია ჯილდოვდება Business Persona 2022-ის პრესტიჟული ტიტულით!

მედია სააგენტო TVM NEWS-ის მეგა პროექტი: Mrs. & Mister Business Persona 2022-ის დაჯილდოვების ცერემონიალი, რომელიც იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს თითქმის ყველა მის რეგიონს უკვე 2013 წ-დან, დასკვნით ეტაპს უახლოვდება.

მორიგი გრანდიოზული ცერემონიალი გაიმართება ამჯერად სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდში, პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია ზუგდიდის მერია, დაჯილდოვება გაიმართება ივლისის დასაწყისში. ხოლო მანამდე, ჩვენ წარმოგიდგენთ დაჯილდოვების ნომინანტ კანდიდატებს: (საქმიანი და წარმატებული ადამიანები, ორგანიზაციები, კოლორიტები და პროფესიები).

გაცნობებთ, რომ ნომინაცია „ბიზნეს ელეგანტი 2022“ ჯილდოვდება: ზუგდიდელი წარმატებული და საქმიანი ახალგაზრდა ქალბატონი: ნინი დარასელია, რომელიც გახლავთ ქალაქ ზუგდიდში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჰიპერ მოლი: DANI MALL-ის დირექტორი. ჩვენი მედია სააგენტო სიხარულით ულოცავს ელეგანტურ ლედის ამ ჯილდოს, ყველა ვინც იცნობთ ამ საოცარ ქალბატონს, დამეთანხმებით ალბათ, რომ იგი თავისი ახალგაზრდული შემართებითა და შრომისმოყვარეობით, სათნოებით, საკუთარი პროფესიის სიყვარულითა და პროფესინალიზმით ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს.

ქალბატონი ნინი წარმატებულად უძღვება ოჯახურ ბიზნესს, არის მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული, ახალგაზრდული ენთუზიაზმით აღსავსე ლედი. მინდა აუცილებლად ავღნიშნო ის ფაქტიც, რომ მისი სწორი მენეჯერული და მარკეტინგული გათვლებითა და მმართვით სავაჭრო ობიექტი დანი მოლი, თავისუფლად უწევს კონკურენციას მსგავს მეგა მაღაზიებს, როგორც სამეგრელოში, ასევე თვით თბილისშიც კი, რადგან გააჩნია მომხმარებლისთვის, თითქმის ყველა საჭირო პროდუქციის ფართო არჩევანი და რაც ყველაზე მთავარია ინარჩუნებს დაბალ ფასებს და მაღალ ხარისხს, ასევე მომსახურების ევროპულ სტანდარტებსაც სრულად აკმაყოფილებს. რაშიც ყველა დამეთანხმებით, ვინც დანი მოლში იშოპინგებთ.

ნინი დარასელია თავის დატვირთულ სამუშაო გრაფიკთან ერთად, არც საკუთარ ჰობს ივიწყებს და თავისუფალ დროს ნაწილობრივ უთმობს საყვარელ საქმიანობა-კულინარიას. როგორც თავად ნინიმ განგვიცხადა, სულ ახლო მომავალში გახსნის საკუთარ რესტორანს, სადაც ზუგდიდელებს და არა მხოლოდ მათ, შესთავაზებს მისივე ხელით დამზადებულ და გაფორმებულ მეგრულ, ქართულ და ევროპულ უგემრიელეს კერძებს.

 

გთავაზობთ ელეგანტურ ბიზნეს ლედისთან ვიდეო-ინტერვიუს ვრცელ ჩანაწერს:

აქვე გთავაზობთ ქალბატონი ნინის კულინარიული შედევრების ნიმუშებს: