შენ რეალურად უნდა უარყო შენი იდენტობა, ქართველი აღარ უნდა იყო, ქართველობის შინაარსი უნდა დათმო და გახდე ევროპელი.

შოთა მარტინენკო: გარდა სრულიად გადაულახავი გეოგრაფიული წინაღობისა, რომელიც არსებობს ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, არ ვექვემდებარებით არანაირ ევროპაში მიღებას, იმიტომ, რომ უბრალოდ შეუძლებელია ამ სივრცის ინტეგრირება და დაცვა ევროპისთვის. გარდა ამისა, აუცილებელი კომპონენტი არის კულტურული იდენტობის თანხვედრა. შენ რეალურად უნდა უარყო შენი იდენტობა, ქართველი აღარ უნდა იყო, ქართველობის შინაარსი უნდა დათმო და გახდე ევროპელი. ეგ არის ევროპაში ინტეგრირების აუცილებელი კომპონენტი. არავის არ უნდა წარმოედგინოს, რომ მაგის გარეშე სადმე ინტეგრირება შესაძლებელია.